01:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 15:52:27, 524 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ადამიანის ღირსება საერთოდ გააქრეს და ამ ქვეყანაში ამის მოტანის 20-წლისთავს აღნიშნავს ხაბეიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომლის თქმითაც, ენმ-ი ვარდების რევოლუციის 20-წლისთავთან დაკავშირებით შეკრებას აპირებს.

მდინარაძის განცხადებით, [ნაციონალურმა მოძრაობამ] ადამიანის ღირსება "საერთოდ გააქრო და ამის 20-წლისთავს აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი".

"ლევან ხაბეიშვილის გეგმების შეფასება ჩემს ძალებს აღემატება. იმდენად დიდია ის ადამიანი, რომ  მე არ შემიძლია. შეიძლება ვისაუბრო ჩვეულებრივ პოლიტიკოსებზე დანარჩენზე, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ რისი 20 წელი უნდა აღნიშნო. 2003-ში ადამიანებს ეგონათ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები იქნებოდა ხელისუფლების პრიორიტეტები. ადამიანის უფლებების მოკვლა განიზრახეს და შეასრულეს კიდეც. გააქრეს ადამიანი და მისი ღირსება, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით გააუპატიურეს ადამიანი და მისი ღირსება. ეს გააკეთეს მათ. დახოცეს ხალხი. ტერიტორიები ჩააბარეს ოკუპანტ ქვეყანას, წინასწარ, ერთი წლით ადრე ტერიტორიები მოუხაზეს ისე ჩააბარეს, ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს. ცხინვალზე თავდასხმა დააბრალეს ჯარისკაცებს გაუფრთხილებლად და  ამით გადავიდაო, ხელი მოუწერეს, ესკალაცია ახალ საომარ ფაზაშიო და კასეტური ბომბები და ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს. ადამიანის ღირსება საერთოდ გააქრეს და ამის წლისთავს, ამ ქვეყანაში ამის მოტანის 20-წლისთავს აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი და სიმბოლურია, რომ ლევან ხაბეიშვილი აკეთებს ამას",- თქვა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics