|
2023-11-14 10:11:20, 1099 ნახვა
რეგიონი
კასპში, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კასპის მერიის ცნობით, შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან მიგრიაული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა - ვიცე-პოლკოვნიკმა, ლევან თედიაშვილმა და მაიორმა, ლევან ლომიტაშვილმა დამსწრეთ ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ძირითადი ამოცანები და მასში მონაწილეობის პირობები გააცნეს. ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს. რეზერვში მიიღება საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 51 წლამდე პირები, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მიღებისას რეზერვისტს 4-წლიანი კონტრაქტი უფორმდება. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ხელფასს სრულად იღებენ. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4 218 ლარია. მომზადების კურსის მთავარი მიზანია საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. რეზერვში მიღება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე ხორციელდება. ტერიტორიულ რეზერვში სამსახურის პერიოდში დაშვებულია წვერისა და თმის ტარება მოვლილ მდგომარეობაში. საბუთების მიღება მიმდინარეობს სამუშაო დღეების განმავლობაში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე: რეზერვში რეგისტრაცია შესაძლებელია:
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)