00:59 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 22:22:54, 527 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე 60 მლნ კვ.მ მიწის რუსებისთვის გადაცემის ინფორმაციაზე - ეს არის მცდელობა, რომ „ნაცმოძრაობის“ და ოკუპანტი ქვეყნის თანაავტორობა ოკუპაციაში, სხვა მიმართულებით წაიყვანონ

ეს არის მცდელობა, რომ „ნაცმოძრაობის“ და ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის თანამონაწილეობა და თანაავტორობა ოკუპაციაში, სხვა მიმართულებით წაიყვანონ, წაიღონ ადამიანების ტვინში ეს და თქვან, რომ თითქოს ოკუპაცია გრძელდება დღემდე იმგვარად, რომ ახალ მიწებს იტაცებენ და შეეძლოთ მაგალითად რაღაცა ტრილიონობით კვადრატულ სანტიმეტრზე ელაპარაკათ. ამ დროს იგივე წარმატებით ამ აბსურდულ ლოგიკაში რომ შეჰყვე, ვთქვათ ნაცმოძრაობას და მისი პოზიციების გამხმოვანებლებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მათ დაკარგეს საქართველოს ტერიტორიების არაერთი მილიარდი კვადრატული მეტრი, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 60 მლნ კვ.მ მიწის რუსებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მსგავსი საუბარი წამგებიანია საქართველოსთვის, რაც ერთადერთი ვისაც შეიძლება აწყობდეს რუსეთია.

მისივე თქმით, ყველა ტერიტორიაა საოკუპაციო ზოლს იქით, თუ აქეთ საქართველოს ტერიტორიაა და "ოპოზიცია ცდილობს თავისი დანაშაული სხვას დააბრალოს, რადგან თავად არიან ოკუპაციის თანაავტორები და ამ პასუხისმგებლობის თანაზიარები".

 „ეს ხომ არარეალური მსჯელობაა. თქვენ წარმოიდგინეთ ისედაც, რომ ვიანგარიშოთ სამოცი მილიონი კვადრატული მეტრი არის 60 კვადრატული კილომეტრი. 60 კვადრატული კილომეტრი არის, მაგალითად 6 მეტრიან საოკუპაციო ზოლზე, რომ შემოვიდნენ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სიღრმეში 10 კილომეტრით, ან პირიქით 10 კილომეტრიან ზოლზე 6 კილომეტრით, ან მთელ პერიმეტრზე 150-200 მეტრი გამოვა დაახლოებით. მაგრამ ამ თემაში შეყოლა და მსჯელობაც დამაზიანებელია და ესეც უნდათ ალბათ. და რატომ არის დამაზიანებელი, საითაც არ უნდა წავიდნენ იმ შემოხაზული ტერიტორიების იქით თუ აქეთ, საოკუპაციო ზოლს იქით, როდესაც ამ თემაში მიყვები შენ რაღაცნაირად ირიბად აღიარებ, როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, გარკვეული აღიარება იყო და დაკანონება და უკაცრავად გაპრავება იყო ტერიტორიების 2007 წელს ომამდე ერთი წლით ადრე, როდესაც მან აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ოღონდ სიტყვა ყოფილი დაამატა და დაადგინა საზღვრები. ეს დადგენილება ბევრმა მოქალაქემ კიდევ არ იცის რომ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა მას მხარი დაუჭირა. აი ამ ლოგიკაში უნდა შევყვეთ. ლოგიკაში უნდა შევყვეთ ზემო აფხაზეთთან დაკავშირებით, კოდორის ხეობას რომ დაარქვა, ახალ გორთან დაკავშირებით, მილიარდობით კვადრატულ მეტრთან დაკავშირებით, მათი ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, როგორ დაუთმო და ბევრ ადამიანს ისიც კი არ ახსოვს, რომ ბევრ ტერიტორიას ყოფილ საზღვრებში, რაც კომუნისტების დროს იყო დადგენილი საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა და დაიკარგა ეს ყველაფერი და იმ მავნებლობამ, რაც 2007 წელს ომამდე, წინასწარ გამზადებული სახით მიართვეს ოკუპანტ ქვეყანას, განაპირობა ის, რომ დღეს მიყვებიან და მათი ლოგიკა ოკუპანტის ლოგიკაა. ამბობენ, რომ მივყვებით ჩვენ იმ საზღვრებს.

ჩვენ ახლა უნდა ვედავოთ იქ სადღაც შიგნით შეიწივნენ თუ გარეთ გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან რამდენი მეტრი თუ რამდენი კვადრატული მილიმეტრით. წამგებიანია ეს საქართველოსთვის, არ შეიძლება ამაზე საუბარი. ყველას ვაფრთხილებ, რომ აქ შედიხართ მეგობრებო ძალიან ცუდ კამპანიაში, რაც ერთადერთი ვისაც შეიძლება აწყობდეს ეს არის რუსეთი, ოკუპაცია და ოკუპანტი. ყველა ჩვენი ტერიტორიაა საოკუპაციო ზოლს იქით, თუ აქეთ, ყველა ჩვენი ტერიტორიაა და მხოლოდ ის, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა რომ 2007 წელს ვიღაცამ მოუხაზა რაღაც საზღვრები და დაარქვა სამხრეთ ოსეთი კვლავ, კომუნისტების პერიოდის შემდეგ, ეს არ შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ ჩვენ ახლა იქით, თუ აქეთ არის, ზოლთან ახლოს არის, თუ შორს ამაზე ვიმსჯელოთ და ეს "მილიონობით კვადრატული მეტრი" ტერმინი შემოიტანეს, რომ თავისი დანაშაული სხვას დააბრალონ. ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები და ამ პასუხისმგებლობის თანაზიარები და ამის გადმოტანა უნდათ სხვისკენ, ამიტომ აკეთებენ ამ უტრირებებს, თან იტყუებიან და თან მეტრებში ლაპარაკობენ, მილიონობით კვადრატულ მეტრებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics