|
2023-11-13 19:44:46, 597 ნახვა
პოლიტიკა
ლელა ჩიქოვანმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა დეპუტატებთან თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. "საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დადებითი დინამიკა და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას და მიღწეულ პროგრესს. მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. საკომიტეტო მოსმენას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და დეპუტატები დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)