00:59 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 17:14:58, 673 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - მისთვის ქართული კონსტიტუცია მაკულატურაა და გათელა ფეხით

მისთვის ქართული კონსტიტუცია არის მაკულატურა და გათელა ფეხით, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუს.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი "პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ".

"სალომე ზურაბიშვილი როდესაც იქნა მხილებული კონსტიტუციის დარღვევაში, თქვა, რომ ეს არაფრად მიაჩნია, მისთვის ქართული კონსტიტუცია მაკულატურაა, გათელა ფეხით. გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის.

გვახსოვს, როცა ის იმყოფებოდა ლატვიაში, მთავარი შედეგი, რაც მან გამოიტანა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, იყო მოწოდება, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ახლა ვნახეთ, რომ მთავარი შედეგი, რაც გამოიტანა ინტერვიუთი, არის ის, რომ შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, რადგან ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესებს. ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. ეს გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მისი შინაგანი რწმენით, გასამართლდებიან, რაც ისტორიული შედეგი იქნებოდა და გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა".

ამასთან, დღეს, 13 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრემიერმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრეზიდენტის განცხადების გამო სინანული გამოხატა.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას, ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics