2023-11-12 17:51:51, 891 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - ევროკავშირი ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან მოსკოვის გაძევებას ვერ შეძლებს
ევროკავშირი ვერ შეძლებს მოსკოვის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვი დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთი "ისტორიულად ამ რეგიონებში მდებარეობს და მათგან არსად გაქრება".
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა "ეს ძალიან კარგად იციან".
„ეს არ ეხება მხოლოდ პუბლიკაციებს. იქ დასავლური სამყაროს ლიდერებიც კი თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ საკმაოდ თავხედური განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოვა“,- თქვა ლავროვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,