|
2023-11-10 20:07:29, 1115 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ევროპაში არცერთი ქვეყანა მეგულება, რომელიც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს არ დაუჭერს
ღეს არ მეგულება ევროპაში არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას უკვე ოფიციალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მოლოდინები პოზიტიურია და აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაცია ექნება. „რაც შეეხება მოლოდინს, თქვენ ახსენეთ მოლოდინი და 15 დეკემბერს მისაღები გადაწყვეტილება 27 ქვეყნის მიერ. ჩვენ ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა და მე პირადად მქონდა კომუნიკაცია თითქმის ყველა ევროპელ ლიდერთან. მე დღეს არ მეგულება ევროპაში არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას უკვე ოფიციალურად, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც უკვე ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია და თქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგზე დაყრდნობით აძლევენ რეკომენდაციას ქვეყანას, რომ მიეცეს სტატუსი. მე ვფიქრობ, რომ მოლოდინები არის პოზიტიური და არ მგონია რამე შეიცვალოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)