01:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 18:05:45, 1020 ნახვა

პოლიტიკა
Edison Research - დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 37% ხმას „ოცნებას“, 21% კი, ენმ/„სტრატეგია აღმაშენებელს“ მისცემდა

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

"ქართული ოცნება" - 37%; "ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელი" - 21%; "საქართველოსთვის"- 9%; "ლელო" - 5%; "გირჩი/დროა" - 4%; "ლეიბორისტული პარტია" - 4%;  "ხალხისთვის" - 4%; "გირჩი" (იაგო ხვიჩია) - 4%; "ალტ-ინფო" - 3%; "ხალხის ძალა" - 3%; "მოქალაქეები" - 3%; "პატრიოტთა ალიანსი" - 3%; "ევროპული საქართველო" - 1%; სხვა - 1%.

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics