01:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 16:49:47, 1080 ნახვა

პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ხელფასები იზრდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. კანონპროექტი კომიტეტს, პირველი მოსმენით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააცნო.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება დაუახლოვდება კანონით დადგენილ კოეფიციენტებს, თუმცა სრულად არ მოხდება მისი ათვისება და ის იქნება დადგენილი მაქსიმალური ზღვრის 85%, ისევე, როგორც ეს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შემთხვევაშია.

მისივე თქმით, 2017 წელს, საჯარო სამსახურის რეფორმის დროს შემოღებული იქნა კოეფიციენტები და დადგინდა ამ კოეფიციენტების ზედა ზღვარი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის, პარლამენტის წევრებისთვის.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება ავტომატურად არ ასახულა პარლამენტის წევრების ანაზღაურებაზე, ვინაიდან, იმისთვის, რომ პარლამენტის წევრის გასამრჯელო შეიცვალოს, ცვლილება უნდა შევიდეს რეგლამენტში. იმ მომენტში კი, პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილება არ შეიტანა და შესაბამისობაში არ მოიყვანა პარლამენტის წევრების ანაზღაურება დადგენილ კოეფიციენტებთან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება 2013 წლიდან არ შეცვლილა, ხოლო 2013 წლამდე არსებული პრაქტიკით, პარლამენტის წევრებს შეიძლება ნომინალურად ხელფასი უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე დღეს, თუმცა რეალობაში გაიცემოდა პრემიები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ოდენობის და განსაკუთრებით, ზოგიერთ თანამდებობის პირს ფაქტობრივი ხელფასი უფრო მეტი გამოსდიოდა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წარდგენილი ცვლილების მიხედვით, ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • პარლამენტის თავმჯდომარეს - 10 000 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - 9 500 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 9 250 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს - 9 000 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - 8 750 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს - 8 500 ლარი;
  • პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი - 8 250 ლარი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics