01:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 16:38:38, 962 ნახვა

პოლიტიკა
გორის საკრებულოს თავმჯდომარე - მე ვიძახი, რომ გამყოფ ხაზს იქით დგას მხეცი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ კირბალთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საბოდიშო არაფერი აქვს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რაზმაძეს ოპოზიციონერმა წევრებმა ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

აღნიშნულის შემდეგ კი, საკრებულოს დეპუტატებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

"მე ვიძახი, რომ გამყოფ ხაზს იქით დგას მხეცი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ, უნდა დავუჯეროთ სამართალდამცავ ორგანოებს",- თქვა რაზმაძემ საკრებულოს სხდომაზე.

მანვე მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ადგილობრივები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხშირად "შეგნებულად გადადიან".

"არის რაღაც მომენტები, როცა გადადიან იქ. ის მომენტებიც არსებობს, როცა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიებიდანაც შეიძლება გაიტაცონ, ეს შემთხვევებიც არსებობს, ამაზეც მუშაობს სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა შეგნებულად გადადიან, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში, სწორედ ამაზე მქონდა აქცენტი გუშინ გაკეთებული, ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში არაადეკვატურია და ბევრჯერ აკეთებს იმას, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არ გააკეთებს",- თქვა რაზმაძემ.

ცნობისთვის, მანამდე, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ "TV მონიტორინგთან" ინტერვიუში თქვა, რომ "რამდენი ვიღაც დალევს და მერე მოუნდება გადავიდეს, იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება".

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics