2023-11-10 16:26:35, 843 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - კიევი შორს არის ევროკავშირისგან - გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს
ევროკავშირმა უკრაინასთან EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, უნგრეთის უარი უკრაინასთან ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებაზე არ არის ბიზნესშეთანხმების საგანი.
"მოლაპარაკებები წევრობის შესახებ არ უნდა დაიწყოს, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია.
უნგრეთის უარი უკრაინასთან ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებაზე არ არის ბიზნესშეთანხმების საგანი. ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული თანხების საკითხთან", - განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,