02:12 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 17:22:46, 665 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა გინტურის მკვლელობაზე - დამნაშავეების დასასჯელად ყველა შესაბამის პლატფორმას გამოვიყენებთ

ყველა შესაბამის პლატფორმას გამოვიყენებთ, სადაც მიგვწვდება ხელი, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილი, - ამის შესახებ სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის გამოსახატად მისულმა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, დამნაშავეები მართლმსაჯულებას ვერ დაემალებიან და მმართველ პარტიას მომხდარზე ადეკვატური რეაგირება ექნება.

"ბუნებრივია, ამას აქვს ერთი პასუხი, რომ ჩვენ, როგორც სხვა შემთხვევებში, ადეკვატური რეაგირება გვექნება. მიმდინარეობს გამოძიება და ყველა შესაბამის პლატფორმას გამოვიყენებთ, სადაც მიგვწვდება ხელი, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილი. ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებთ, მათ შორის, დაკავებული ადამიანები, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე...

მე მგონია, რომ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ოკუპირებულია ტერიტორია. ჩვენი იურისდიქცია გავრცელდება, დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან, გამოძიება გრძელდება და როცა მიეცემა ჩვენს სახელმწიფოს [შესაძლებლობა], ბუნებრივია, იქნება რეაგირება და დამნაშავეები დაისჯებიან, ისინი ვერ დაემალებიან მართლმსაჯულებას", - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის გამოსახატად კირბალში "ქართული ოცნების" წევრები შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი და სხვა დეპუტატები ჩავიდნენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური  6 ნოემბერს მოკლეს.

გუშინ, 8 ნოემბერს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics