|
2023-11-09 10:39:35, 871 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს - აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. "აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა",- აცხადებენ ე.წ. შს სამინისტროში. ცნობისთვის, გუშინ, 8 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა "რია ნოვოსტს" განუცხადა, რომ "უსაფრთხოების ძალები" გულრიფშის რაიონის მთებში შეიარაღებულ ადამიანებს ეძებენ მას შემდეგ, რაც სოფელ აზანტას მახლობლად, ადგილობრივმა მონადირეებმა "ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე", 7 შეიარაღებული პირი შენიშნეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)