|
2023-11-09 10:07:26, 558 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 12 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები შედიან, რომელთა მხრიდანაც მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები, დაწერონ სტატიები საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და ექსპორტის ზრდაზე კორეის რესპუბლიკის სტრატეგიულ ბაზარზე. „კორეელი პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის Wine21.com ორგანიზებით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გაიმართა დეგუსტაცია (Walkaround Tasting), რომლის ფარგლებშიც, კორეელ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის პროდუქციას. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა კიდევ ერთი დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 15 ღვინის მწარმოებლის პროდუქცია. ტურის ფარგლებში, კორეელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინის სახეობები. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ანალოგიური ტურებს შედეგად, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა. კორეის რესპუბლიკა 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. მიმდინარე წლიდან, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)