|
2023-11-08 19:39:33, 600 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულმა ბანკმა „ლიბერთის“ გამორჩეული თანამშრომელი - მანანა აკობია დააჯილდოვა
დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროფესიული დამსახურების მიხედვით ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. ეროვნულმა ბანკმა საპატიო სიგელით, "ლიბერთის" დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა აკობია დააჯილდოვა. მანანა აკობიას საბანკო სექტორში მუშაობის 22 წლიანი უწყვეტი გამოცდილები აქვს. მან თავისი კარიერა დაიწყო ოპერატორის პოზიციიდან და იყო პირველი პირადი ბანკირი ქვეყანაში. 2005 წლიდან მისი მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა პირადი ბანკირის ინსტიტუტი საქართველოში. 2009 წლიდან "ლიბერთის" დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებას ხელმძღვანელობს. "ბანკირთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ყველა გამარჯვებულს. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ბანკის ჯილდოს მიღება, მაგრამ კიდევ უფრო მეამაყება, რომ ამ ჯილდოზე "ლიბერთის" გუნდმა წარმადგინა. ეს არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა როგორც ჩემი თანაგუნდელების, ასევე ჩვენი მომხმარებლების წინაშე, რომ მუდმივად გავამართლოთ მათი მოლოდინები", - მანანა აკობია, "ლიბერთის" დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)