02:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 18:26:28, 549 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თავისი კომპეტენციის ფარგლებში არათუ ვითანამშრომლებთ, მივეხმარებით კიდეც, ოღონდ საქართველოს პრეზიდენტმა გაიგოს, რა არის მისი კომპეტენციის ფარგლები

თავისი კომპეტენციის ფარგლებში არათუ ვითანამშრომლებთ, მივეხმარებით კიდეც, ოღონდ გაიგოს საქართველოს პრეზიდენტმა, რა არის მისი კომპეტენციის ფარგლები,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: „აპირებს თუ არა „ქართული ოცნება" თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან".

„ამ ქვეყანაში ყველამ თავისი საქმე გაიგოს და ჩვენ მზად ვართ, ყველას მივეხმაროთ გაგებაშიც, აღქმაშიც, მის შესრულებასა და აღსრულებაშიც, არანაირი პრობლემა გვაქვს, პირიქით“,- აღნიშნა მდინარაძემ. 

როგორც მდინარაძე განმარტავს, რომ "ყველა სირთულის" მიუხედავად, მმართველი პარტია მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტთან.

„როგორ მიგაჩნიათ, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, ევროპისკენ რომ ისწრაფვის იმ ქვეყნის ხელისუფლება შეძლებს მარტივად თანამშრომლობას იმ პრეზიდენტთან, ან სხვა თანამდებობის პირთან, ან ინსტიტუტთან, რომელიც რუსულ ნარატივს აბრალებს, აწებებს ხელისუფლებას და ცდილობს იმ ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფების მავნებლურ რიგში ჩადგეს, რომელიც დაკავებულია საკუთარი ქვეყნის არჩევანის გარუსებით. მარტივია? ამ სირთულის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, ოღონდ თავისი კომპეტენცია გაიგოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არათუ ვითანამშრომლებთ, მივეხმარებით თავისი უფლებამოვალეობების განხორციელებაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics