2023-11-08 18:06:16, 698 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაური მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
"სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს", - წერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,