|
2023-11-08 17:51:49, 618 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს და ევროპის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება
ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს და ევროპის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია! - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა ევროპის ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი, რამაც საქართველოს მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის მიმართ ევროპის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „კიდევ უფრო განგვიმტკიცდა რწმენა, რომ ქართველი ერის თავგანწირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის ამაოდ არ ჩაუვლია და ის აუცილებლად მივა ლოგიკურ შედეგამდე; რომ საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული; რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასწლოვან მემკვიდრეობას და 1989 წლის 9 აპრილის გმირების მიერ დაწყებულ საქმეს ექნება ღირსეული გაგრძელება", - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპაციაზე ძლიერი პასუხია. „დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც სიმართლის სიცრუეზე გამარჯვების დასტურია, წმინდა ილია მართლის განვლილ გზას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა. ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ძლიერი პასუხი საქართველოს ოკუპაციაზე, რომ საქართველო არ არის მარტო და ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები. ეს არის ევროკავშირის მიერ მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილების პირველი ნაბიჯი. დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს. ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს, ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი. ეს ყველა ჩვენგანის საერთო მიღწევაა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ "წინა წლის ბუნდოვანმა გადაწყვეტილებამ ქართველი ხალხის არაკეთილისმსურველებს არასასურველი სპეკულაციების საშუალება მისცა". მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს, ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს მეგობრებს და პარტნიორებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ევროკომისიის გადაწყვეტილება ყველა ჩვენგანის ერთიანმა, კოორდინირებულმა ძალისხმევამ მოიტანა. ეს გზა ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში საკუთარი გულწრფელი წვლილის შეტანა. 2023 წლის 8 ნოემბერი და იმედია, ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებაც, საქართველოს და ევროპის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ევროპის, ჩვენი საერთო ღირებულებების, კულტურის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის განუყოფლობის სიმბოლო. საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია!" - დასძინა პაპუაშვილმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)