02:54 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 09:01:17, 774 ნახვა

პოლიტიკა
ვედანტ პატელი - აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას

აშშ გმობს კირბალთან რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

პატელის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი მორიგი მაგალითია, როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის შედეგადაა გამოწვეული.

„მოვლენებს არ გავუსწრებ, ეს ძალიან შეუსაბამო იქნება, უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ითქვა, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და სხვა ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს“, - განაცხადა პატელმა.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics