22:06 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 15:12:01, 606 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი სამადაშვილზე - რატომ ჭრის ტოტს, რომელზეც ახლა მთელი ქვეყანა ზის - რატომ უნდათ დაამარცხონ ეს ქვეყანა

ეს ქალბატონი, ჩემი კოლეგა კარგ საქმეზე  წასული ბრიუსელში არ მახსოვს. მისი ბობოქარი „ნატურა“, მხოლოდ ავი საქმის კეთებაა ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შეუძლია მას და მის კოლეგებს. ამისთვის არის წაბრძანებული, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა  ჟურნალისტის კითხვას, სალომე სამადაშვილის ბრიუსელში ვიზიტის თაობაზე. 

ცაგარეიშვილის თქმით, სალომე სამადაშვილის ვიზიტი "არასწორი ინფორმაციების" ჩატანასა და  "მზაკვრული გეგმის" განხორციელებას ემსახურება.

„უბრალოდ ძალიან გაქანებულია ეს მატარებელი და ჩემი რჩევაა ქალბატონმა სალომემ კისერი არ მოიტეხოს ამ მატარებელზე ახტომისას იმიტომ, რომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება შენს ქვეყანას ებრძოდე და კერძოსა და საზოგადოს შორის უხილავი ზღვარი გადალახო. მე კი არ მებრძვის, ქვეყანას ებრძვის. ამით მეც დავზარალდები, ბუნებრივია და ჩემი შვილები და შვილიშვილები დაზარალდებიან თუ ჩვენ სტატუსი არ მივიღეთ, მეც ერთი რიგითი წევრი ვარ ამ ქვეყნის, მაგრამ უამრავი ადამიანიც ხომ  დაზარალდება. ან იმ ვიზით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მათ შორის მას მოუპოვა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არ სარგებლობს ის? ხომ სარგებლობს. ჰოდა, ეს ხომ საერთო სიკეთეა, მისთვისაც და ჩემთვისაც მოპოვებული. რატომ ჭრის ტოტს, რომელზეც ახლა მთელი ქვეყანა ზის, რატომ უნდათ დაამარცხონ ეს ქვეყანა",- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics