03:30 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 13:15:27, 469 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას

ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ არსებული უსაფრთხოების რისკების რეალიზება, რეალობად ქცევა არ მოხდეს.

პაპუაშვილის განცხადებით, რისკები როდესაც რეალიზდება, ნებისმიერი ხელისუფლება ამ მხრივ პასუხისმგებლობას სხვადასხვა დონეზე უნდა გრძნობდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოკუპაციაზე საუბრისას რა შუაშია წინა ხელისუფლება, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ყველა ინტერვენციას იწყებს თავად, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამას ამბობს ცივილიზებული სამყარო, საქართველო და საქართველოს ხელისუფლებაც.

„ცივილიზებული სამყარო და, უპირველეს ყოვლისა, ამას ამბობს საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. სხვათა შორის, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას.

უსაფრთხოების მხრივ გამოწვევები და რისკები არსებობს ახლა, არსებობდა უწინაც და ჩვენი პასუხისმგებლობა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ყოველთვის აქეთკენ მიემართება. სხვა ხელისუფლებებსა და სხვა ქვეყნებზე ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ის უსაფრთხოების რისკები, რაც არსებობს, ამ უსაფრთხოების რისკების რეალიზება, ანუ რეალობად ქცევა არ მოხდეს. ამას უზრუნველყოფს „ქართული ოცნება.“ მაშინ, როდესაც ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმია იმყოფება საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, ეს არის უდიდესი რისკები. მთავარი ამოცანა არის, რომ ამ რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ არავის როგორც შიდა ინსტრუმენტებით, ისე გარე ინსტრუმენტებით. მთავარი ამოცანა ნებისმიერი ხელისუფლების, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ არსებული რისკების რეალიზება არ მოხდეს. რისკები როდესაც რეალიზდება, თავისთავად, ნებისმიერი ხელისუფლება ამ მხრივ პასუხისმგებლობას სხვადასხვა დონეზე უნდა გრძნობდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics