03:30 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 12:55:43, 614 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის ერთი - ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში

ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მომავალი ევროპაშია.

"მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე - ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების მანძილზე, ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს საქართველოში მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე; ვინმეს შეიძლება სჯეროდეს, რომ წავიდეს და ისწავლოს რამე რუსეთში; რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში",- განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics