01:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 19:54:20, 1079 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - ინფლაციის არსებული მაჩვენებლები კარგი წინაპირობებია იმისთვის, რომ ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს 2024 წლისთვის ეკონომიკაში

კოორდინებული მუშაობით ჩვენ შევძელით ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეს ქვემოთ შეგვენარჩუნებინა - წლიურმა საშუალო ინფლაციამ 0.8 % შეადგინა,  რაც მიზნობრივ  3 პროცენტიან ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამოცდება და ეს დადებითი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ასევე მომავალი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებებისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონიმიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
 
დავითაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის ფასები არ გაიზარდოს.
 
„ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გასულ წელს გვქონდა, ზუსტად ინფლაციასთან ბრძოლა იყო.  მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაღალი ინფლაცია იყო მთავარი პრობლემა და მის დასაძლევად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ სახელმწიფო უწყებებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და გვაქვს ეს შედეგები", - აღნიშნა მინისტრმა.
 
მისი თქმით, ინფლაცია სხვა ქვეყნებში რჩება  გამოწვევად, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაციაა და საკმაოდ მკაცრია ასევე მათი მონეტარული პოლიტიკა, მაგალითად,  მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში, 60 % ს აღემატება ინფლაცია.
 
„ასე  რომ, ჩვენთვის ინფლაციის არსებული მაჩვენებლები კარგი წინაპირობებია იმისთვის, რომ ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს 2024 წლისთვის ეკონომიკაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics