09:28 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 16:29:43, 838 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - ევროკავშირი ღაზას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 25 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი ღაზას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 25 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენის თქმით, საერთო ჯამში, ევროკავშირი ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 100 მილიონ ევროს დახარჯავს.

"დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ევროკავშირი ღაზას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 25 მილიონ ევროს გამოყოფს. ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ევროკავშირი, საერთო ჯამში, 100 მილიონ ევროს დახარჯავს. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში", - განაცხადა ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics