04:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 16:04:43, 542 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ყველა ვინც ცდილობს „დავრდომილ“ ადამიანად წარმომადგინოს, პუტინის თამაშს თამაშობს

ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის „დავრდომილ“ ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, სულიერად არასდროს ყოფილა უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლაა.

"ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის "დავრდომილ" ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება.

ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის მიმართულებას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს. ასევე მაძლიერებს ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ - არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს!

ერთიანობა და განახლება რჩება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად", - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics