13:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 14:49:21, 993 ნახვა

სამართალი
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს და ექსპერტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა ექსპერტს, მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძესაც.

გარდა ამისა, მოსამართლემ იურიდიული პირების, მათ შორის, "გრინსერვის პლუსის", შპს "მშენექსპერტისა" და "ექსპერტიზა დიზაინის" კანონდარღვევებიც დაადგინა და მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების - 250 000, 100 000 და 50 000 ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.

​2022 წლის 18 ოტქომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე  9 პირი დააკავა, ხოლო 2023 წლის 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 9 პირიდან 8-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი გაამართლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics