2023-11-04 14:13:21, 949 ნახვა
სამართალი
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პროკურატურა დაკავებულს მასზე დაწესებული მოვალეობისა და სამსახურში დადგენილი წესების შეუსრულებლობას ედავება.
მათივე ცნობით, დაცვის მხარე ივერი ნატრიაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმარი 2 ნოემბერს დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,