|
2023-11-03 17:48:50, 713 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე - რომ ვთქვა, არ გულისხმობს-მეთქი მელიას, საზოგადოება დამიჯერებს?
რომ ვთქვა, არ გულისხმობს-მეთქი მელიას, საზოგადოება დამიჯერებს?- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას. ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილი უთითებს, რომ ენმ-ის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა სურს. „მე რომ ვთქვა ახლა, რომ არ გულისხმობს-მეთქი მელიას, საზოგადოება დამიჯერებს? ის ადამიანი, ვინც ამ თვეების განმავლობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ემთხვევა "იმედის", "პოსტვის", კობახიძის რიტორიკას, ცხადია, ამაზე იყო საუბარი. ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და არა რაღაცნაირად გაჯიუტება, განაწყენება პირადი ამბიციების გამო, ზიანი საერთო საქმეს და შესაბამისად, სააკაშვილის განცხადებაც მიუთითებს ერთ რამეზე, ვისაც ბრძოლა სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისთვის ენმ-ში - გამარჯვების კოალიციაში ყველა კარი ღიაა, თუმცა ადამიანებს, რომლებსაც სხვა არჩევანი აქვთ გაკეთებული და ჩვენ რამდენიმე თვეა, დიდი მოთმინებით ვცდილობთ, რომ გზას არ ასცდნენ, იქნებ, როგორმე მოიფიქრონ და საკუთარი ენერგია და რესურსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართონ და ვერ მივაღწიეთ ამ შედეგს და მეტიც, კიდევ უფრო მძაფრად აგრძელებენ, ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდის შიგნიდან, ოჯახიდან ილანძღება და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უბრალოდ არ დაასრულა, შეუძლია, სხვა გზა მოძებნოს. რამე თუ არ მოსწონს ადამიანს, შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს - თან მინდა ენმ-ის წევრობა, თან აგინებდე კობახიძის, "იმედის" ენით, ეს არ არის ნორმალური. ან კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოთმინებით ველოდებით, რომ დაიწყებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, არჩევანი მასზეა, ან ამას გააკეთებს, ან უნდა ეყოს ვაჟკაცობა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას და მოიქცეს ისე, როგორც მას სურს",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 3 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას თქვა, რომ პარტიის "შიგნიდან ლანძღვას", პარტიიდან გასვლა სჯობს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)