04:07 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 17:01:36, 765 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს საქართველოს "ბაობაბიზაცია".

"რა თქმა უნდა, მე ვარ პოლიტპატიმარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩემს თავს, არის დიდი უსამართლობის ნაწილი, მაგრამ ეს იმ უსამართლობის ნაწილიცაა, რომელიც ხდება ჩემი ქვეყნის თავს... მოხდა საქართველოს "ბაობაბიზაცია" და უნდათ, რომ ყველამ ფუღუროში ვიცხოვროთ, მაგრამ არ გამოუვათ ეს.

ეს დროებითი უსამართლობაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, დამიხსნის ამ ტყვეობიდან და ეს ტყვეობა დასრულდება",- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics