04:07 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 15:32:38, 532 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილზე - მათ არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და ხელის შეშლის გარდა, არაფერს აკეთებენ

საქართველომ გააკეთა ყველაფერი თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს არის ის, რასაც უნდა ამბობდეს ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეფასებები, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილისგან ისმის, რამდენიმე თვის წინ ევროკომისარსაც კი არ გაუკეთებია.

ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას "ხელს უშლიან, თუმცა ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რას აკეთებს ქვეყანა სტატუსის მისაღებად".

"რაც შეეხება შეფასებებს, ასეთი შეფასება თავად ევროკომისარსაც არ გაუკეთებია, რომ საქართველოს დანარჩენი სამი რეკომენდაციის გარდა, არაფერი შეუსრულებია ივნისში. ივნისის შემდეგ, კიდევ უამრავი რამ გაკეთდა და  საქმეც ამაშია, რომ მათ არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და ხელის შეშლის გარდა, არაფერს აკეთებენ. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ და შეაფასებენ იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რასაც საქართველო იმსახურებს და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპულ მომავალს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics