03:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 15:14:24, 558 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული ატაშე, ადილ ბაღიროვი წარუდგინა, რომელიც ახლახან შეუდგა საქართველოში საქმიანობას.

"ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა სამართალდაცვის სფეროში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics