04:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 21:46:13, 576 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და დავორ ბუნოზას შეხვედრა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრი საქართველოს კონფერენციაზე დასასწრებად სტუმრობს.
 
მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების კუთხით. ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისევე, როგორც საქართველო, აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრობის მოპოვებისათვის და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება ამ კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოხატა მზაობა, კიდევ უფრო დეტალურად გააცნოს პარტნიორ ქვეყანას მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში დანერგილი ინოვაციები. რატი ბრეგაძემ კოლეგას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. დოკუმენტი არაერთ თემატურ მიმართულებას და კონკრეტული ღონისძიებების არეალს მოიცავს, რაც  ერთობლივი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გაააქტიურებს.
 
რატი ბრეგაძისა და დავორ ბუნოზას შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics