04:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 12:19:28, 622 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო - ალეკო ელისაშვილს დარბაზი დაატოვებინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. სხდომაზე პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ელისაშვილს სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მხრიდან ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართ შეურაცხყოფაზე საუბარი სურდა, მაგრამ ამის საშუალება პაპუაშვილმა არ მისცა.

"ფაქტი არის ერთი, რომ აქ, ამ დარბაზში ბატონი ბერაიას საქციელის და სიტყვის...", - განაცხადა ელისაშვილმა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯომარემ მას მიკროფონი გამოურთო.

აღნიშნულის შემდეგ პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს "ნერვების დაოკებისკენ" მოუწოდა და სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

"ბატონო ალეკო, გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები, არ არის საჭირო, გუშინ იქნა ეს საკითხი აქ ნათქვამი, პასუხი ყველამ მიიღო, არ არის საჭირო ზედმეტი ემოციები... დატოვეთ დარბაზი გაძევებული ხართ. ოქმში ჩანაწერი გააკეთეთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს დავატოვებინე დარბაზი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნულის შემდეგ, ბერაიამ აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics