11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 09:45:45, 608 ნახვა

მსოფლიო
ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.

მისი თქმით, ბერბოკი 3 ნოემბერს, ერევანში ჩავა, სადაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. 

პრესსპიკერის ინფორმაციით, ბერბოკი 4 ნოემბერს, ბაქოში ჩავა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გაეროს კოორდინატორს შეხვდება.

"გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics