04:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 22:31:06, 858 ნახვა

პოლიტიკა
დმანისის ყოფილი მერი დღევანდელ თავდასხმაზე - 2021 წლის 21 სექტემბრის მოვლენების განვითარება და გაგრძელებაა

დმანისის ყოფილმა მერმა, გიორგი ტატუაშვილმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც ტატუაშვილმა აღნიშნა, მის მიმართ თავდასხმა 2021 წლის 21 სექტემბრის მოვლენების გაგრძელებაა და აღნიშნავს, რომ "ყველაფრის უკან იგივე ადამიანები დგანან".

"გამოძიებას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოვლენები განვითარდა. ეხლა დანარჩენი გამოძიების დასადგენია, კონკრეტულად პირები ვინ იყვნენ, ორგანიზატორი ვინ იყო. თუ არ დადგინდება, ამ ეტაპზე, ორგანიზატორი ვინ იყო, დადგება ქვეყანაში დრო, როდესაც დადგინდება ორგანიზატორი თავდასხმების, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ოდესმე ჩვენს ქვეყანაში ალბათ მალე, დადგება ის პერიოდი, როდესაც დაუსჯელობის სინდრომი არ იქნება მასტიმულირებელი ადამიანებისთვის და რომელიმე კონკრეტული პარტიის თუ მმართველი პოლიტიკური ძალის ინდულგენციები, რომ ეს ადამიანები არ ისჯებოდნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ... 

2021 წლის 21 სექტემბრის მოვლნების განვითარება იგეგმებოდა და იმისი გაგრძელება. დანარჩენი თქვენ ამოიღეთ, რა მოხდა 2021 წლის 21 სექტემბერს დმანისში, განთიადში. ვინ იყო ამის დამკვეთი და შემსრულებელი, გაცხადებული მაქვს, დღესაც ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ იგივე ადამიანები დგანან ამ ყველაფრის უკან", - განაცხადა ტატუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს დღეს მანქანით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics