04:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 21:30:19, 761 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა გაეცნო

სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებისთვის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური გაიმართა. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს და იმ 470-ზე მეტი სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 117 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია ხელმისაწვდომი.

"დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად უმასპინძლა.

ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით თბილისში იმართება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics