04:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 20:23:10, 750 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე - სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის დამფინანსებლად USAID მოგვევლინა, ეს რევოლუციის ხელშეწყობაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას გულდასაწყვეტი და სამწუხარო უწოდა USAID-ის მიერ ისეთი პროექტების დაფინანსების ფაქტებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის დათესვა და რევოლუციური სცენარის განვითარებაა. 

კალაძის თქმით, საზოგადოებამ იხილა "კანვასის" წევრების განცხადებები, "თითქოს ახორციელებდნენ პროექტს, რაც ხელს უწყობდა მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგს, თუმცა ცხადი გახდა რასთან დაკავშირებით ტარდებოდა აღნიშნული ტრენინგები, რა სწავლებები მიმდინარეობდა".

„მინდა გავიხსენო ადრეული პერიოდი, როცა საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, იცით, რომ პარალელური დათვლები იყო გაყალბებული. გაირკვა რომ USAID-ის პროექტი იყო. ჩვენი ლიდერების მხრიდან გამოაშკარავდა ეს არასწორი დათვლა. ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება წარმატებულად ჩატარებულიყო. გულდასაწყვეტია, რომ ამის უკან დამფინანასებელი ორგანიზაცია USAID-ის სახით გვხვდება. ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ვნახეთ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრების განცხადებები, თითქოს ახორციელებდნენ პროექტს, რაც ხელს უწყობდა მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგს, თუმცა ცხადი გახდა რასთან დაკავშირებით ტარდებოდა აღნიშნული ტრენინგები, რა სწავლებები მიმდინარეობდა. განმარტებები რაც მოვისმინეთ იყო შემაშფოთებელი. თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, ეს პირდაპირ არის რევოლუციის ხელშეწყობა",- აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics