05:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 17:42:23, 838 ნახვა

პოლიტიკა
აქუბარდია - „ოცნებამ“ მოინდომა, რომ ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა - ვაპირებ, ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო

„ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა... ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. 

აქუბარდიამ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ირაკლი ბერაიას დაკავებული თანამდებობა დაატოვებინონ.

"გაჩერებას არ ვაპირებ. „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, სახალხო დამცველს მივმართოთ. ასევე ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო. ბერაიას სასამართლოში მოსვლა და თავის მართლება მოუწევს", - განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაიამ აღნიშნულის შემდეგ ბოდიში მოიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics