05:19 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 14:04:10, 736 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - პრეზიდენტი თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს - ეს იქნება მორიგი ღალატი

ჩვენ სალომე ზურაბიშვილისგან, ზოგადად, არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს - ეს იქნება თეორიულად მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მხარი თავის დროზე იმ ამომრჩეველმა დაუჭირა, რომლისთვისაც "სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიუღებელი იყო".

"ჩვენ ზურაბიშვილისგან, ზოგადად, არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს. არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. რა თქმა უნდა, ეს იქნება თეორიულად მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. მას მხარი დაუჭირა თავის დროზე იმ ამომრჩეველმა, რომლისთვისაც არის პრინციპულად მიუღებელი სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მას შეუძლია კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა. მისგან არაფერი აღარ გვიკვირს, ეს არის მისი საქმე და იმედი მაქვს, რომ მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა ყველაფერია მისგან მოსალოდნელი", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics