|
2023-11-01 13:12:35, 785 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე ბერაია-ღუდუშაურზე - მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ
მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უფრო პირიქით, უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც, პირადად ჩემგან,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებთან - ალუდა ღუდუშაურსა და ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღუდუშაური და ბერაია, რომლებმაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, "საკანონმდებლო ორგანოში სხდომას" არ იმსახურებენ. "ალუდა ღუდუშაურზე არაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ არარაობა არის. ირაკლი ბერაიამ იკადრა ის, რაც იკადრა. მთელი ერთი დღეა, მაინც ველოდები იმას, რომ ადეკვატური რეაგირება გექნებათ თქვენ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური იცით რას იმსახურებენ? იმას იმსახურებენ, რომ აი, ახლა აქ აღარ ისხდეს არც ერთი ერთი და არც მეორე. თუ თქვენ არ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ადეკვატური რეაგირება გქონდეთ და გადააყენოთ უბრალოდ - ნორმალურ ქვეყანაში მანდატს დაატოვებინებდნენ ერთსაც და მეორესაც იმის შემდეგ, რაც იკადრეს - მაშინ, ცხადია, მოგვიწევს, რომ თავი დავიცვათ და ვუპასუხოთ მათ ზუსტად ისე, როგორც ესენი იქცევიან. მათი მცდელობა, ქალის პოლიტიკოსების წინააღმდეგ და თქვენ ვერ მეტყვით ვერცერთ ოპოზიციონერ კაცს, რომელსაც მსგავსი უკადრებია აქ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კრიტიკა გვინახავს, რომ ეს მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უფრო პირიქით, უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც, პირადად ჩემგან. ასე მშვიდად ამ დარბაზში ვერ დასხდებიან“,- განაცხადა წითლიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაიამ აღნიშნულის შემდეგ ბოდიში მოიხადა. გუშინვე, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ალუდა ღუდუშაურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანა წითლიძეს ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)