13:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 10:09:49, 844 ნახვა

მსოფლიო
იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

იაპონიამ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სანქცირებულთა შორის არიან "ჰამასის" წევრები, მათი დამფინანსებლები და Buy Cash Money and Money Transfer Company, რომელიც ფულის გადარიცხვასა და ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გაცვლის სერვისებს უზრუნველყოფს.

იაპონიის საგარეო უწყების ცნობითვე, აღნიშნულ პირებსა და კომპანიას გაეყინებათ აქტივები, ხოლო ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტადაა აღიარებული.

აღსანიშნავია, რომ ეს იაპონიის მიერ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასისთვის" დაწესებული პირველი სანქციებია.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰამასისა“ და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics