05:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 17:58:08, 638 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩინეთში ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ამის წარმოჩენა, თითქოს პუტინთან ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციაა

ჩინეთში ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს [პუტინთან] ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის დასწრებას.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ამბის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლდაიმერ პუტინთან ორმხრივ კონტაქტზეზა საუბარი "ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაციაა".

"საქართველოში 2008 წელს აგრესია განხორციელებული იყო, როდესაც უკრაინულმა არმიამ 2010 წლის 9 მაისს რუსულ გვარდიასთან ერთად აღნიშნავდა, ამიტომ უკრაინა-საქართველოს შედარება რუსეთთან მიმართებით ისტორიულ ჭრილში, არ მგონია საქართველოს საზიანოდ იყოს.

რაც შეეხება ღონისძიებას, ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი რომელსაც ესწრებოდა საქართველო და სხვათა შორის, ესწრებოდა ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი. ამ დიდ ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია", - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics