18:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 10:19:58, 624 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიოს ბანკის ერთობლივი „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) პირველი ხელშემწყობი მისია. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოები დაიგეგმა.

აღნიშნული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისთან, GRAIL-ის ხელმძღვანელ რანუ შინჰასთან და პროექტის თანახელმძღვანელ იან ნიჯჰოფისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. 

„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება. მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგის მისაღებად, ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. დაინტერესება ორივე მხრიდან ძალიან მაღალია და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველა წინაპირობა არსებობს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა ყურადღება გაამახვილა მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე და აღნიშნა, რომ „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებების მომტანი იქნება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics