14:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 10:10:06, 697 ნახვა

მსოფლიო
სერგეი შოიგუ სამუშაო ვიზიტით პეკინში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ პეკინში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში სერგეი შოიგუ ქსიანშანის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

„რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს თემაზე „დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთის, ქსიანშანის უსაფრთხოების ფორუმი 29 ოქტომბერს გაიხსნა და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ფორუმს 90-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics