06:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 15:28:36, 692 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა ოღონდ ქვეყანა დაზიანდეს, თვლიან, რომ დაზიანებული ქვეყანა ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა

დღეს, როდესაც იკვეთება, რომ  ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციის შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ ჯობია გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გააკეთეს ის განცხდებები, რაც გააკეთეს და ხელი გაიშვირეს ოპოზიციის ნაწილისკენ, რომ ისინი  საერთაშორისო არენაზე ანტიქართულ ნარატივს ამყარებენ,  ამაში გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, "ამ ადამიანებს  ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა ოღონდ რამენაირად ქვეყანა დაზიანდეს. თვლიან, რომ დაზიანებული ქვეყანა ამ ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა. არ  ფიქრობენ ქვეყანაზე, ფიქრობენ საკუთარი ხელისუფლების უკან დაბრუნებაზე".

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე არ იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი.  ისინი თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მორიგი წარმატება და მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას  კიდევ უფრო დაამძიმებდა.  ეს იყო ერთადერთი და მთავარი განმაპირობებელი მიზეზი, რითაც ისინი საქართველოს ამ გზაზე ყველანაირად უშლიან ხელს საერთაშორისო დონეზე.  
დღეს, როდესაც იკვეთება, რომ  ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ ჯობია, რომ გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გააკეთეს ეს განცხდებები რაც გააკეთეს და ხელი გაიშვირეს ოპოზიციის ნაწილისკენ, რომ ისინი  საერთაშორისო არენაზე ანტიქართულ ნარატივს ამყარებენ და ამაში გასაკვირი არაფერია. 

ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველა გადამწყვეტ ეტაპზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის პერიოდშიც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საქართველოსთვის ეს წარმატებული ნაბიჯები არ შემდგარიყო. ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს დღესაც. ვხედავთ, რომ ამ ფონზე ახალი პროპაგანდისტული ტრენდის გაჩენას ცდილობენ - რა თქმა უნდა, ევროპა ჩვენ მოგვანიჭებს [კანდიდატის სტატუსს] მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ძალიან ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics