15:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 15:38:35, 871 ნახვა

სამართალი
ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 იანვარს, თბილისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ორ დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად დაზარალებულები სიკვდილს გადაურჩნენ.

"დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის „ლ" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics