|
2023-10-27 15:30:32, 614 ნახვა
საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა
ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე - „წარმატებული ცხოვრების გასაღები თქვენ გაბარიათ“, კადეტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინეს. 'ლიცეუმის მასწავლებლებსა და კადეტებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა. გრიგოლ გიორგაძემ მასწავლებლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება სამხედრო ლიცეუმში მათ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა. ღონისძიების ფარგლებში ლიცეუმის მენტორ-მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების პედაგოგები; 14-მა მასწავლებელმა კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მენტორი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სპეციალური სამკერდე ნიშნები მიიღო. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №340 დადგენილებით მასწავლებლის განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით მასწავლებლის დღედ 27 ოქტომბერი დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)