13:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 10:34:46, 530 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი - ახლო აღმოსავლეთში თავდაცვის გასაძლიერებლად კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავა

კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ახლო აღმოსავლეთში ჩავა, რათა გააძლიეროს ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვა ირანთან დაკავშირებული ჯგუფების თავდასხმების ზრდის ფონზე. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პენტაგონი ავრცელებს.

პენტაგონის სპიკერის, ბრიგადის გენერალის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში ისრაელ-"ჰამასის" ომის გამო დაძაბულობის მატებასთან ერთად, აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყში 12-ჯერ და სირიაში 4-ჯერ დაესხნენ თავს .

"გასულ კვირას აშშ-ისა და კოალიციის ჯარებს, სულ მცირე, 12-ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და 4-ჯერ სირიაში", - განაცხადა რაიდერმა.

მისი თქმით, 21 ამერიკელმა სამხედრომ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

„მე არ ვაპირებ, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა აშშ-ის პერსონალზე თავდასხმაზე, გარდა იმისა, რომ ვიტყვი, ვიცით, რომ ეს ჯგუფები დაკავშირებულნი არიან ირანთან“, - დასძინა რაიდერმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის საპასუხოდ, სირიაში ირანთან დაკავშირებულ ორ ობიექტზე იერიში მიიტანა. 

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ პენტაგონშიც.

პენტაგონის ინფორმაციით, იერიში აღმოსავლეთ სირიაში მდებარე იმ ორ ბაზაზე განხორციელდა, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics