14:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 09:28:57, 634 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი - შეერთებულმა შტატებმა სირიაში ირანის ობიექტებზე იერიში მიიტანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის საპასუხოდ, სირიაში ირანთან დაკავშირებულ ორ ობიექტზე იერიში მიიტანა. The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

პენტაგონის ინფორმაციით, იერიში განხორციელდა აღმოსავლეთ სირიაში მდებარე იმ ორ ბაზაზე, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ.

როგორც ლოიდ ოსტინი აცხადებს, დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა.

თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ აშშ „არ ესწრაფვის კონფლიქტს, არ აქვს განზრახვა და სურვილი, ჩაერთოს შემდგომ საომარ მოქმედებებში, მაგრამ ირანის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმები აშშ-ის ძალებზე მიუღებელია და უნდა შეწყდეს".

"ირანს სურს, უარყოს თავისი როლი ამ თავდასხმებში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ ირანის მარიონეტების მიერ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად“,- აცხადებს ლოიდ ოსტინი.

თავდაცვის მდივანი მოუწოდებს "ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო სუბიექტს", ნუ გამოიწვევენ "უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტს".

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელზე სახმელეთო და საჰაერო იერიში წამოიწყო, სირიასა და ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმები განხორციელდა. რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს მათ შორის ალ-ტანფზე, ალ-ომარსა და ალ-შადადზე. 

საერთო ჯამში, Reuters-ის ინფორმაციით, ერაყში ამერიკულ ბაზებს 12-ჯერ, ხოლო სირიაში 4-ჯერ დაესხნენ თავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics