2023-10-26 17:00:24, 609 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი - საქართველო კარგ ფორმაშია და მზადაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად
საქართველო კარგი ქვეყანაა, კარგ ფორმაშია, მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
ორბანმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტერიალზე შემუშავებულ ტექსტში საქართველოც იქნება ნახსენები.
„საქართველო კარგი ქვეყანაა. კარგ ფორმაშია. ის მზად არის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დღეს ჩვენ შევიმუშავებთ ტექსტს და იმედი მაქვს, რომ განხილვების შედეგში საქართველო ნახსენები იქნება, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი“, - განაცხადა ორბანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,